მანჩესტერ სიტი მესის სანაცვლოდ 100 მლნ ევროსა და 3 ფეხბურთელს ჩამოდის

28 აგვისტო 2020, პარასკევი


"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესისთვის ბრძოლას აგრძელებს.

როგორც Diario Sport იტყობინება, "ქალაქელები" მზად არიან 33 წლის სუპერვარსკვლავში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ და სამი ფეხბურთელი დათმონ.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია გაბრიელ ჟეზუსზე, ბერნარდო სილვაზე და ერიკ გარსიაზე. ეს უკანასკნელი "ბარსას" აღზრდილია.

აქამდე არსებული ცნობით, "სიტი" მესის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ MLS-ის კლუბ "ნიუ იორკ სიტიში" მოუწევს გადასვლა.

კომენტარები: