როგორია რეალის პოზიცია მესის ბარსელონადან შესაძლო წასვლის შესახებ?

27 აგვისტო 2020, ხუთშაბათი


Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალი" უარყოფითად არის განწყობილი ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის თაობაზე.

"სამეფო კლუბს" არ მოსწონს ის ფაქტი, რომ არგენტინელი შემტევის წასვლის შემთხვევაში, "ბლაუგრანას" ტრანსფერებისთვის მსხვილი თანხა გაუჩნდება.

რაც შეეხება ლეოს ყიდვას, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას ამის შესახებ არასდროს უფიქრია. აქედან გამომდინარე, ლუიშ ფიგუს სკანდალური ტრანსფერი ვერ დაიჩრდილება.

ზოგადად, სანამ "თეთრები" ფეხბურთელების გაყიდვით გარკვეულ მსხვილ თანხას არ გამოიმუშავებენ, მასშტაბური ტრანსფერები არ იქნება.

კომენტარები: