"ჰოლანდს ესპანეთი უყვარს, განსაკუთრებით ის სახლი, რომელიც იქ აქვს", - რაიოლას მინიშნება?

27 ნოემბერი 2021, შაბათი


"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

"ახლა კონკრეტულად ვერაფერზე ვისაუბრებთ, თუ, რა თქმა უნდა, შობაზე ლაპარაკი არ გსურთ. ტრანსფერებზე არ ვისაუბრებ, ჯერ ძალიან ადრეა".

"ჰოლანდს ესპანეთი უყვარს, განსაკუთრებით ის სახლი, რომელიც იქ აქვს. ჯერ ნაადრევია იმის განხილვა, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში და ამის გაკეთება არც კარგი იქნება", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Cuatro.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავისადმი ინტერესს "რეალი" და "ბარსელონა" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ამჟამად იგი ტრავმირებულია.

კომენტარები: