ზუსტად 8 წლის წინ: რეალმა მოდრიჩი წარადგინა

27 აგვისტო 2020, ხუთშაბათი


2012 წლის 27 აგვისტოს მადრიდის "რეალმა" წარადგინა გუნდის იმდროინდელი ახალწვეული, ლუკა მოდრიჩი, რომელიც "ტოტენჰემიდან" იქნა ნაყიდი.

"სამეფო კლუბს" ხორვატი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი დაუჯდა 33 მილიონი ფუნტი სტერლინგი, რაც "ჰოტსპურისთვის" იმ დროისთვის რეკორდული გაყიდვა იყო.

რა მოხდა შემდეგ, ეს უკვე ისტორიაა - 343 შეხვედრა, 22 გოლი, 17 ტიტული და ინდივიდუალური ჯილდოებიც, მათ შორის ოქროს ბურთიც.

"ბლანკოსის" ფლეიმეიქერი ახლაც რჩება გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად და შეტევების კონსტრუქტორად.

კომენტარები: