აპირებს თუ არა ედენ აზარი იანვარში რეალის დატოვებას?

24 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


ბოლო პერიოდში, პრესაში ედენ აზარის მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება.

ზოგი მას „ჩელსიში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს, ზოგი საერთოდ ახლახანს გამდიდრებულ „ნიუკასლს" უკავშირებს, თუმცა როგორც Goal.com-ის ესპანური განყოფილება Goal Espana-ს ჟურნალისტი მარიო კორტეგანა ამბობს, ბელგიელი იანვარში არსად წასვლას არ აპირებს.

„ედენ აზარი იანვარში რეალს არ დატოვებს. ის გუნდში თავის სიტუაციას აფასებს და ალტერნატივაზე ფიქრს მხოლოდ ზაფხულიდან დაიწყებს.

ისკო? ის დეკემბერში გადაწყვეტს, წავიდეს იანვარშივე, თუ სჯობს ზაფხულამდე დაიცადოს და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს." - აღნიშნა კორტეგანამ.

შეგახსენებთ, რომ ისკოს გარდა, მომდევნო ზაფხულს „რეალთან" კონტრაქტი მარსელოს, მოდრიჩს და ბეილსაც ეწურებათ და ერთადერთი, ვისაც კიდევ კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი აქვს - ხორვატი ნახევარმცველია, სხვა ყველა გუნდს გარანტირებულად დატოვებენ.


კომენტარები: