ცნობილია იმ მწვრთნელის ვინაობა, რომლის მანჩესტერში ხილვაც ალექს ფერგიუსონს სურს

22 ნოემბერი 2021, ორშაბათი


მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა აირჩია სპეციალისტი, რომლის ხილვაც „წითელი ეშმაკების“ სათავეში სურს.

როგორც talkSPORT-ის ჟურნალისტი ალექს კრუკი „ტვიტერში“ წერს, ლეგენდარულ შოტლანდიელს „იუნაიტედის“ სათავეში „პსჟ-ს“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ხილვა სურს.

როგორც პრესაში იწერება, პოჩეტინოსთვის საოცნებო სამუშაო ადგილი მადრიდის „რეალი“ და სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედია“, ამიტომ ის თავადაც არის დაინტერესებული „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობით, თუმცა ამის გაკეთებას ალბათ ზაფხულამდე ვერ მოახერხებს.

პოჩეტინოს დანიშვნით გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალიც“ ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ „პსჟ-მ“ არგენტინელი მწვრთნელის გაშვება არ მოისურვა.

„ტოტენჰემის“ ექს-სპეციალისტს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამიტომ, მომავალ ზაფხულსაც, თუ ხელმძღვანელობამ ის თავად არ გაათავისუფლა, „მანჩესტერს“ პოჩეს წამოსაყვანად პარიზელებთან მოუწევთ მოლაპარაკებებს გამართვა.


კომენტარები: