გვარდიოლა: "ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე "ბარსელონაში" მუშაობის დროს"

20 ნოემბერი 2021, შაბათი


ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ახლა უფრო კარგი სპეციალისტია, ვიდრე „ბარსელონაში“ მუშაობის პერიოდში. როგორც ესპანელმა აღნიშნა, დროთა განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა და გამოცდილება მიიღო.

„ახლა იმაზე უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე „ბარსელონაში“ მუშაობისას. გამოცდილება მეტი მაქვს, თამაშიც უკვე შევისწავლე. უფრო მეტი ვიცი მოწინააღმდეგეების შესახებ, ვიცი, როგორც შეტევა, ისე დაცვა. გულწრფელად რომ ვთქვა, პროგრესი რომ არ განმეცადა, კატასტროფა იქნებოდა, რადგან მაშინ 37 წლის ვიყავი და ახლა 50 წლის ვარ. დროთა განმავლობაში სწავლობ. გამარჯვება კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა კონტროლი არ შეგიძლია“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლას კარიერა „ბარსელონაში“ დაიწყო, რომელსაც 2008-2012 წლებში წვრთნიდა. შემდეგ მან 2013-2016 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ იმუშავა, ხოლო 2016 წლიდან „მანჩესტერ სიტის“ თავკაცია.


კომენტარები: