რა იქნება UFC-ის შემდეგ - ჯოჯუას სამომავლო პერსპექტივები

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ UFC ამერიკელ კორტნი ქეისისთან განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება იმითაც, რომ ლიანა MMA-ს პრომოუშენის ყველაზე ძლიერ მებრძოლთა სიაში ვეღარ იძებნება.

26 წლის სპორტსმენმა ორგანიზაცია შემდეგი სტატისტიკით დატოვა: 1 მოგება, 3 წაგება.

UFC-სთან 2019 წელს გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ჯოჯუას აქვს საშუალება, რომ ხელშეკრულება ისეთ ძლიერ ორგანიზაციებთან გააფორმოს, როგორებიც Bellator MMA, Cage Fury და LFA არიან.

სპორტის ამ სახეობას ბევრი ისტორია ახსოვს, რომ მებრძოლი UFC-დან გაეშვათ და ის უკანვე დაბრუნებულიყოს. მაგალითად, ბრენდონ მორენო გავიხსენოთ, რომელმაც UFC-ის დატოვების მერე იმდენი იშრომა, რომ უკან დააბრუნეს და ახლა ჩემპიონია.

მაშასადამე, ლიანას კვლავ ექნება შანსი, რომ ელიტის კარი შეაღოს.

ცნობისთვის, 26 წლის მებრძოლს კარიერაში 8 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს.

კომენტარები: