2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელები - ვინ არის სიაში

18 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


2021 წელი დასასრულს მიუახლოვდა - სულ რამდენიმე თამაშის შემდეგ, ეს კალენდარული წელი ისტორიის ნაწილი იქნება.

წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, მრავალი გამოცემა საუკეთესო ფეხბურთელთა სიას ადგენს.

ამჯერად, საკუთარი ვერსია ცნობილმა ვებსაიტმა Goal.com-მა შემოგვთავაზა.

პირველ ადგილს ლიონელ მესი იკავებს, მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა, ხოლო სამეულს რობერტ ლევანდოვსკი ავსებს.

საბოლოოდ, სია ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (პსჟ)
  2. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი)
  3. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
  4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  5. კილიან მბაპე (პსჟ)
  6. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი)
  7. კარიმ ბენზემა (რეალი)
  8. ნ'გოლო კანტე (ჩელსი)
  9. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  10. ნეიმარი (პსჟ)


კომენტარები: