ლიანა ჯოჯუა UFC-ის როსტერში აღარაა - ოთხი ბრძოლა, ერთი მოგება

17 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი გოგონა ლიანა ჯოჯუა ამიერიდან UFC-ში აღარ ირიცხება. ამის შესახებ ინფორმაციას UFC Roster Watch-ის ტვიტერ-ექაუნთი ავრცელებს.

მსოფლიოს უძლიერესი ММА-პრომოუშენის როსტერიდან 26 წლის ქართველი მებრძოლის გვარი ამერიკელ კორტნი კეისისთან მარცხის შემდეგ ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, ტურნირში UFC Fight Night 197, კორტნი კეისისთან გამართული შეხვედრა ლიანამ, რომელიც ორგანიზაციის უმსუბუქეს წონაში გამოდიოდა, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო, ბრძოლამდე კი აწონვის პროცედურა ვერ გაიარა.  

ლიანა ჯოჯუამ ორი წლის განმავლობაში UFC-ის ეგიდით სულ ოთხი ბრძოლის გამართვა მოასწრო, საიდანაც სამი დათმო და მხოლოდ ერთი მოიგო. ლიანას ერთადერთი გამარჯვება 2020 წლის ზაფხულში, დიანა ბელბიტასთან ჰქონდა. 


კომენტარები: