მბაპე საკუთარ მომავალზე კვლავ ალაპარაკდა: "ჯერ კიდევ აქ ვარ, აქ ვარ ამ სეზონში"

15 ნოემბერი 2021, ორშაბათი


საფრანგეთის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე საკუთარ მომავალზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა.

"აქ ხუთი გამორჩეული წელიწადი გავატარე, თითოეული მომენტით ვისარგებლე და ამის კეთებას ვაგრძელებ", - აცხადებს 22 წლის სუპერვარსკვლავი.

"ახლა ბევრი რამაა, ბევრი დიდი გამოწვევა და ამაზე უკვე ვისაუბრე. ბედნიერი ვარ, როგორც მოედანზე, ისევე პირად ცხოვრებაშიც".

– ანუ პარიზში რჩები?

"აქ ვარ, ჯერ კიდევ აქ ვარ, ამ სეზონში აქ ვარ", - დასძინა მბაპემ TNT Brazil-თან ეთერში.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


კომენტარები: