მბაპე: "უნდა მიეცეს თუ არა პოჩეტინოს მეტი დრო? ასეთ გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ"

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მუშაობაზე განცხადება გაკეთა.

"ხარისხიანი თამაშები გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხალხი გუნდს აკრიტიკებს და მათ აზრს პატივს ვცემ. არა მგონია, კარგად ვთამაშობდეთ, სამაგიეროდ ვიმარჯვებთ".

"უნდა მიეცეს თუ არა პოჩეტინოს მეტი დრო? ასეთ გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ. ამისათვის ხელმძღვანელობა გვყავს", - ციტირებს 22 წლის ფრანგის სიტყვებს Marca.

პარიზული კლუბი 13 ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში 34 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "პსჟ" ოთხ ტურში მოპოვებული 8 ქულით მეორე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, თავის მხრივ, 49 წლის არგენტინელი სპეციალისტი პარიზელებს 2021 წლის იანვრიდან უდგას სათავეში.


კომენტარები: