მარცხი ყოველ მე-5 მატჩში: სეტიენის სტატისტიკა ბარსელონაში

18 აგვისტო 2020, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კიკე სეტიენი ოფიციალურად გაათავისუფლა.

"ბლაუგრანამ" ესპანელის თავკაცობით მოასწრო 25 შეხვედრის ჩატარება - 19 ლა ლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 3 კოპა დელ რეიზე.

კატალონიური გუნდის მონაგარი იყო ასეთი - 16 მოგება, 5 წაგება და 4 ფრე. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას: 50-27.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" აწი უკვე ყოფილ დამრიგებელს უდიდესი ალბათობით რონალდ კუმანი ჩაანაცვლებს.

კომენტარები: