გასპერინი: "მატჩის შემდეგ რონალდუსთან მივედი და ეს ვუთხარი"

05 ნოემბერი 2021, პარასკევი


მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო წუთებზე დაკარგული გამარჯვების შემდეგ, ჯან პიერო გასპერინიმ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"ატალანტას" მწვრთნელმა გაამხილა, თუ რა უთხრა მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელ ფეხბურთელს.

"მატჩის დასრულების შემდეგ, რონალდუსთან ვისაუბრე. ის გასაოცარი ფეხბურთელია და ზოგი მას პრობლემას ეძახის.

ალბათ, მისი გუნდში ყოლა კარგი პრობლემაა, რადგან 10-დან 9-ჯერ კარში ზუსტად ურტყამს, აქედან 5-ჯერ კი გოლი გააქვს.

მატჩის შემდეგ მასთან მივედი და მას ხუმრობით ვუთხარი: ჯოჯოხეთშიც წასულხარ, დამანებე თავი", - დაასრულა გასპერინიმ.

კომენტარები: