პრემიერ ლიგის ორი გუნდი, რომელიც ლევანდოვსკისთვის იბრძოლებს

04 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის სხვა გუნდში გადასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. პოლონელი ფორვარდის კონტრაქტი გათვლილია 2023 წლამდე და მის გახანგრძლივებას ის არ ჩქარობს.

"რეკორდმაისტერს" ეშინია თავისი შემტევის უფასოდ დაკარგვის და ამიტომ, მომავალი ზაფხულისთვის მის გაყიდვასაც საკმაოდ სერიოზული კუთხით განიხილავს.

"ბავარიას" ცხრიანისთვის ბრძოლაში ფავორიტებად მოიაზრებიან მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი", ცოტა ხნის წინ კი მსურველთა რიცხვს "ლივერპულიც" დაემატა.

მერსისაიდული გუნდის სასარგებლოდ თამაშობს იურგენ კლოპის ფაქტორი - როგორც ვიცით, გერმანელი სპეციალისტი და 33-წლის ბომბარდირი ერთად დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობდნენ.

"შავ-ყვითლების" დატოვების შემდეგ, ტაქტიკოსმა მიაშურა "წითლებს", უფრო ადრე კი თავად ლევანდოვსკი გადავიდა მიუნხენის "ბაიერნში". ვნახოთ, შედგება თუ არა კავშირის აღდგენა.


კომენტარები: