საფეხბურთო სკანდალი - ბლატერს და პლატინის თაღლითობაში დაედოთ ბრალი

03 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


ფიფას ექს-პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას ექს-მეთაური მიშელ პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებულნი.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Inside the Games იტყობინება.

როგორც ირკვევა, შვეიცარიულმა პროკურატურამ, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, საფეხბურთო მოღვაწეებს თაღლითობაში დასდო ბრალი.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის იუსტიციის ბიურომ 2015 წლის შემოდგომაზე იმდროისთვის ფიფას პრეზიდენტის, ბლატერის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

ბლატერს ბრალი ედებოდა იმაში, რომ მან 2011 წელს უკანონოდ გადარიცხა 2 მილიონი დოლარი პლატინის ანგარიშზე, რომელიც იმდროისთვის უეფას მეთაურის თანამდებობას იკავებდა.

პლატინიმ წარმოადგინა ანგარიში, რომელზეც ფიქსირდება კონტრაქტში არჩაწერილი თანხის ჩარიცხვა. მათი თქმით, მან ეს ანაზღაურება ბლატერის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს (1998-2002) მისი მრჩეველის თანამდებობაზე მუშაობის გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ საუბარია 2011 წლის გადარიცხვაზე.

პლატინიც და ბლატერიც საკუთარ ბრალს უარყოფენ.



კომენტარები: