სალაჰი: "ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ამაზე ილაპარაკოს"

02 ნოემბერი 2021, სამშაბათი


სალაჰი მიმდინარე სეზონში უბრალოდ დაფრინავს - ეგვიპტელმა თითქმის ყველა თამაშში გაიტანა ან ასისტი გააკეთა, ხშირ შემთხვევაში კი ამას მნიშვნელოვან მომენტებში აკეთებდა.

მედიასთან საუბრისას, სალაჰმა საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ხალხს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად გავახსენდე. ჩემი მიზანია, იმდენი ტიტული მოვიგო, რამდენსაც შევძლებ.

არ მოვიტყუები, "ლივერპულის" ლეგენდებს შორის მოხვედრა აქ მოსვლის დღიდან ჩემი მთავარი მიზეზია, ალბათ აქ დასამალი არაფერია", - განაცხადა სალაჰმა.

კომენტარები: