ანჩელოტი: "თუ მოთამაშეს წასვლა სურს, უნდა წავიდეს"

02 ნოემბერი 2021, სამშაბათი


ეს ბოლო პერიოდია, რაც "რეალის" ვარსკვლავს, ედენ აზარს, ლონდონის "ჩელსის" ძალიან აქტიურად უკავშირებენ.

ბელგიელის დაბრუნება ყოფილ გუნდში საკმაოდ რეალურია, რადგან ის ფაქტობრივად არ თამაშობს, ამის მიზეზი კი ტრავმა და ასევე კარლო ანჩელოტისთან პრობლემებიცაა.

სწორედ პაპა კარლომ ისაუბრა ედენის მომავალზე, რამაც ბევრი რამ უკვე რეალური გახადა.

"ჩემს პროფესიონალურ კარიერაში არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელს წასვლა სდომებოდა.

თუ მოთამაშეს გუნდის დატოვება სურს, უნდა წავიდეს. ჩემი აზრით, ამაში ორი აზრი არ არსებობს", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

კომენტარები: