"ციგანი ხარ", - რომას გულშემატკივართა შეურაცხყოფა იბრაჰიმოვიჩის მიმართ

02 ნოემბერი 2021, სამშაბათი


მილანის“ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სერია ა-ს მე-11 ტურში, „რომასთან“ მატჩში გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა.

„სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილმა პუბლიკამ ზლატანს დაუსტვინა.

40 წლის ფორვარდმა 25-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და „რომას“ ფან-სექტორს უჩვენა ჟესტი, რომ მათი სტვენა მას უფრო მეტად მუხტავს.

თავიდან, გულშემატკივრებმა იბრას კიდევ უფრო მეტად დაუსტვინეს, შემდეგ კი სკანდირება დაიწყეს: „ციგანი ხარ“. იგივე მოხდა მას შემდეგაც, რაც მეორე ტაიმში „როსონერის“ ფორვარდის მეორე გოლი მსაჯმა თამაშგარის გამო გააუქმა.

სერია ა-ს ტურის ცენტრალურ მატჩში „რომამ" „მილანს" „სტადიო ოლიმპიკოზე" უმასპინძლა და „როსონერიმ" 2:1 იბრას და კესიეს გოლებით იმარჯვა. 


კომენტარები: