"ფეხბურთელისა და მწვრთნელის საუბარი", - კლოპი თავისსა და ვირჯილის მცირე შელაპარაკებაზე

31 ოქტომბერი 2021, კვირა


"ლივერპულმა" "ბრაიტონთან" უმნიშვნელოვანესი ქულები გაანიავა - პირველი ნახევრის ორბურთიანი სხაობით მოგების შემდეგ, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

ერთ-ერთ მომენტში, ვირჯილ ვან დაიკსა და იურგენ კლოპს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, რაზეც გერმანელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

"ერთ-ერთ ეპიზოდში, "ბრაიტონის" შემტევი თავისუფალი იყო, ვირჯილი კი მასთან ახლოსაც არ ყოფილა. იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი, თუმცა საბოლოოდ, ეს ჩვეულებრივი, მწვრთნელისა და ფეხბურთელის გასაუბრება იყო, განსაკუთრებული არაფერი." - განაცხადა კლოპმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ფრის შემდეგ, მერსისაიდული გრანდი პირველადგილოსან ლონდონის "ჩელსის" კიდევ უფრო დაშორდა.

კომენტარები: