მარსელო:„კიდევ მოვუმატებ, დღეს კი კმაყოფილი ვარ“

31 ოქტომბერი 2021, კვირა


„ვერ ვიტყვი, რომ ეს იოლი გასეირნება იყო. „ელჩე“ საშინაო არენაზე ბოლომდე იბრძოდა და მოტივაციას არ კარგავდა. ვინისიუსის გოლების წყალობით გამარჯვება შევძელით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო.“

„„ოსასუნასთან“ ქულები დავკარგეთ და სიტუაცია გავირთულეთ, ამ გამარჯვებამ კი ბევრი რამ გამოასწორა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გადართვა გვმართებს, ვინაიდან დონეცკელებთან პაექრობისთვის სერიოზული მომზადება გვჭირდება.“

„საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ კიდევ მოვუმატებ. ტრავმამ პროგრესირებაში ხელი შემიშალა, ახლა კი ყველაფერი კარგად არის.“

კომენტარები: