ზიდანი ოდრიოსოლას და ვასკესს შორის არჩევანს აკეთებს

17 აგვისტო 2020, ორშაბათი


გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი დანი კარვახალის შემცვლელის პოზიციაზე ალვარო ოდრიოსოლას და ლუკას ვასკესს შორის არჩევანს აკეთებს...

29 წლის ლუკას ვასკესი პოზიციით მარჯვენა მცველი არ არის, ხოლო ოდრიოსოლამ "ბაიერნში" გატარებულ ექვს თვეში ფრანგ სპეციალისტზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

შედეგად, ორივე ფეხბურთელის მადრიდული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ აღნიშნული გამოცემა ფიქრობს, რომ 24 წლის ოდრიოსოლა კიდევ ერთ შანსს მიიღებს.

ვასკესის გადაბირებით "ტოტენჰემი", "ჩელსი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებულნი.

იმის გამო, რომ "რეალი" ფეხბურთელების გაყიდვით 200 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს, შესაძლოა ლუკასი გაყიდოს და ოდრიოსოლა შეინარჩუნოს.

კომენტარები: