სამუელ ეტოო ოქროს ბურთის კანდიდატებზე საუბრობს

30 ოქტომბერი 2021, შაბათი


ლეგენდარულმა აფრიკელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტოომ გამოცემა "DefensaCentral"-თან ოქროს ბურთის კანდიდატებზე ისაუბრა.

"მესი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ვხედავდი როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა. თუ ლეოს გამოვრიცხავთ, არიან ფეხბურთლები რომლებიც მომწონს, მათშორისაა ბენზემა, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს" - განაცხადა კამერუნელმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ჭორის დონეზე ინფორმაციამ გაჟონა, სადაც ჩანდა, რომ ჯილდოს გამარჯვებული მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრ-ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა გამოცემის თქმით, მადრიდის "რეალის" შემტევი კარიმ ბენზემა გათმშების სამეულში ლიონელ მესისთან ("პსჟ") და ზემოთ ნათქვამი ლევანდოვსკისთან ("ბაიერნი") ერთად იმყოფება.

კომენტარები: