„ახალი შტამი მეტად გადამდებია და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება“ – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კოვიდის ახალ ვარიანტზე აფრთხილებს

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


გაიცანით ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი „AY.4.2” ჯერ სანელი
არ აქვს (ზოგი ექსპერტი დელტა + უძახის მაგრამ ის K417N არის
შესაბამისად ზოგი ექსპერტი დელტა ++ უძახის, რა ვიცი რაც
გინდათ ის დაუძანეთ ფაქტია რომ ვერაგია. მე უფრო მომწონს
“დელტას შვილიშვილი”), ისე დელტა ვარიანტის „ოჯანიდან”
არის, პირველად „შეამჩნიეს” ივლისში, მაგრამ უკვე გავრცელდა
მთელ მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში უკვე
„ამოიცნეს” ლაბოლატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში,
სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში კი 6%
ახალი ინფიცირებული უკვე ამ ახალი ვარიანტით არიან
ინფიცირებულნი და ფხაკაძე გაცნობებთ, რომ საქართველომდეც
არის ჩამოღწეული ეს ანალი ვარიანტი (ოფიციალურად ჯერ ვერ/
არ დაადგინეს, ისე ყველა ვარიენტების და ტალღების
გამოცხადებე მე მიწევს და მერე „ოფიციალურად1-2 კვირის
მერე აღიარებენ ხოლმე, ამას მე მგონი ყველა შეეჩვია).
ეს ვარიანტი არის „დელტა ვარიანტის" (B.1.617.2) 10-15%
კიდევ უფრო გადამდები და ახასიათებს ფილტვების უფრო
დაზიანებას. შეგახსენებთ „დელტა” ანუ ინდური ვარიანტი 50%
უფრო გადამდები იყო ვიდრე „ალფა” ანუ ბრიტანული ვარიანტი.
ისე ვინც გადაიტანა უკვე კოვიდი, დაცულები არ ხართ რომ ეს
დელტა+ და ++ არ დაგემართებათ ჩათვალეთ, რომ არც
გადაგიტანიათ კოვიდი, ანუ იმუნიტეტი არ გააქვთ ასევე ვინც
ხართ აცრილი სპუტნიკით, „სინოფარმით“, „სინოვკით“ და
„ასტრაზენეკით“ დაცულები არ ხართ და დროზე აიცერით
„ფაიზერით“.
კარგი ამბავი არის ის, რომ საქართველოში არსებული
ვაქცინებიდან „ფაიზერი” არის ეფექტური როგორც დელტა ასევე
დელტა+ შემთხვევებში. სამედიცინო პირბადე არის ასევე
საკმაოდ ეფექტური. ფიზიკური დისტანცია (საუკეთესოა 2
მეტრიანი) ასევე აჩვენებს კარგ შედეგებს. ფრთხილად იყავით“, -
წერს გიორგი ფხაკაძე.

კომენტარები: