"ჩემი სრული მხარდაჭერა 2021 წლის ოქროს ბურთზე", - რაფაელ ნადალმა თავისი ფავორიტი დაასახელა

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე საკუთარი პოზიცია დაასახელა.

„ჩემი აღტაცება როგორც ფეხბურთელით, პროფესიონალით და ამ ასაკში სპორტით გატაცებული ადამიანით.

წარმატებები და ჩემი მხარდაჭერა 2021 წლის ოქროს ბურთზე, კარიმ ბენზემას.“ - წერს ესპანელი სპორტსმენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთს ყოველწლიურად ფრანგული გამოცემა ფრანც ფუტბოლი გადასცემს. წელს დაჯილდოვების ცერემონია 29 ნოემბერზეა ჩანიშნული. 

გამოცემამ 30 ნომინანტი უკვე დაასახელა და მადრიდის „რეალიდან“ მასში ორი ფეხბურთელი მოხვდა: ლუკა მოდრიჩი და კარიმ ბენზემა. 


კომენტარები: