პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ტრავმა მიიღო და მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


პსჟ-ს“ ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ტრავმა მიიღო.

იტალიელი ფეხბურთელი ლიგა 1-ს მე-11 ტურში, „მარსელთან“ მატჩში დაშავდა და მოედანი კოჭლობით დატოვა.

სამედიცინო შემოწმებამ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის ტრავმა დაუდგინა. სავარაუდოდ, იტალიელი მინიმუმ 4 კვირას გამოტოვებს.

თუმცა, გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები ტრავმის განვითარებასთან ერთად გაირკვევა.  ტრავმისგან გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშს ახალი კვირიდან განაახლებს. შესაბამისად მისი დებიუტი უკვე არც ისე შორსაა.


კომენტარები: