"სააკაშვილო, დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა, რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს..."

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


სააკაშვილო, დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა, რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს..."


რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, საპროტესტო აქცია მოწოდებით ჯალათი ციხეში“ დასრულდა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბუტა რობაქიძის დედა. ია მეტრეველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია და მათ აღარასოდეს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მან სიტყვით გამოსვლისას მეუფეებსა და ექსპრეზიდენტის დედას მიმართა.

“მეუფეები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მკვლელის შეწყალებას და შერიგებას ვითომ შერიგების მიზნით, რა შერიგებაზეა საუბარი? ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ ნანობს რაც ჩაიდინა, მონანიების სურვილიც არ გააჩნია, პირიქით, ერთ სული აქვს რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ისე გაგვჟლიტონ რომ… ალბათ, ჩემზე ფიქრობს, ეს როგორ დამრჩა ცოცხალი და როგორ არ მივაკალი როგორც იური ვაზაგაშვილი დავაკალი საფლავზეო. არც ახლაა გამორიცხული, თავისნაირი მკვლელები ბევრი ჰყავს გარეთ და ალბათ, ეს გეგმაც აქვთ. მეტს ვერაფერს მიზამთ, რომც მომკლათ, ვერაფერს მიზამთ, მე ისედაც მკვდარი ვარ და ჩემ შვილთან წავალ.

სააკაშვილო, დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა, რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ, შენი გაჩენილი და გაზრდილია, რას იზამ, რას ეტყვი უფალს”, – განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები: