ჩავი: „იმ დროს მზად არ ვიყავი“

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


ბარსელონას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად ყატარული ალ სადის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ ყოფილ კლუბზე ისაუბრა.

ჩავიმ დაადასტურა, რომ 2019 წელს, კატალონიური გრანდი უარით გაისტუმრა. მიზეზად კი, გამოუცდელობა დაასახელა. მისი თქმით, დღეს ის უკვე მზად არის, მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი გაწვრთნას:


 

ახლა უკვე ვგრძნობ, რომ მზად ვარ მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი გავწვრთნა.

როდესაც მათ კონტრაქტი შემომთავაზეს, სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ 3 თვის დაწყებული მქონდა და შესაბამისად, საჭირო გამოცდილებაც არ მქონდა.

ახლა უკვე საკმარისი გამოცდილება მაქვს და ბევრიც ვისწავლე. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას, გეტყვით, რომ ყატარში თავს ბედნიერად ვგრძნობ და მსურს ჩემი იდეებით გუნდს წარმატება მოვუტანო.

კომენტარები: