რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა კარენო ბუსტას დამარცხებით

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ვენის ტურნირზე ჩაერთო და მეთექვსტემეტედფინალური დაპირისპირებაც მოიგო.

ბასილამ პირველ ეტაპზე ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა დაამარცხა. გამოცდილ მეტოქეს ნიკოლოზმა საქმე სამ სეტში მოუმთავრა - 7:5, 4:6, 6:3.

გარდა მოპოვებული 35 სარეიტინგო ქულისა, 29 წლის ჩოგბურთელმა დღეს ფინანსურადაც იხეირა.

როგორც ირკვევა, ბასილაშვილმა კარენო ბუსტას დამარცხებით 18 160 ევრო გამოიმუშავა.

ნიკოლოზი ვენის ტურნირის მერვედფინალში მატეო ბერეტინსა და ალექსეი პოპირინს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები: