"იუვენტუსმა" წუხელ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდის რეკორდი დაამხო

21 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


"იუვენტუსმა" "ზენიტის" დამარცხება შეძლო და შინ სამი ქულით დაბრუნდა, მაგრამ ამ მოგებაში აღსანიშნავი კიდევ ერთი ფაქტია.

კერძოდ, ეს ტურინელებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე ზედიზედ მოგებული მე-7 მატჩია, რაც უდაოდ ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

"ბიანკონერიმ" "ჩელსი" (2000-2004) და "იუნაიტედი" (2009-2010) ჩამოიტოვა, რომლებსაც 6-6 ჯერ ჰქონდათ გასვლაზე წაუგებელი სერია.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღევადნელი გამარჯვება ტურინელებისთვის ჩემპიონთა ლიგასზე და/ან ევროპის თასზე 150-ე იყო.

კომენტარები: