მორიგი ტრიუმფი - ლუკა კურტანიძე მსოფლიოს ჩემპიონია!

21 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში ამჟამად ვეტერანთა შორის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართული დელეგაცია წარმატებით გამოდის.

ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლუკა კურტანიძემ, რომელიც ახლა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა და სრული ტრიუმფით დაასრულა დღე.

ფინალის გზაზე კურტანიძემ რუს რუსლან ასუევს და ლატვიელ იგორს სამუნოსკის მოუგო.

ლეგენდარულ სპორტსმენს ფინალში მეტოქედ ირანელი ალი აბდულა გასემი ხვდა, რომელიც პირწმინდად, ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

სხვათა შორის, ეს ტურნირი კურტანიძემ ზედიზედ მეოთხედ მოიგო. წინა 3 ჩემპიონობა მან 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიგო.

კომენტარები: