კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - როდის და ვისთან შედგება ლაზიშვილის დებიუტი

UFC-ში ქართველი მებრძოლების აღზევება გრძელდება! უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამ ორგანიზაციას 29 წლის ზვიად ლაზიშვილი შეუერთდა.
ქართველმა გასული სეზონი LFC-ში გაატარა, სადაც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და 0 მარცხია.
დღეს შევიტყვეთ, რომ ზვიადის დებიუტი UFC-ში 23 ოქტომბერს გველოდება.
UFC Vegas 41-ის ფარგლებში ლაზარიშვილი ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ამერიკელს კარიერაში 17 ორთაბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც მან 13 მოიგო. რაც შეეხება უშუალოდ UFC-ის სტატისტიკას, მარტინესის მონაგარი აქ შემდეგნაირია: 4 მოგება, 3 მარცხი
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: