ალეგრიმ პრესკონფერენციაზე მინიმლური ანგარიშით მოგებებზე ისაუბრა

19 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


"იუენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ზენიტთან" მატჩის წინ გუნდზე ისაუბრა და მეტოქე შეაფასა.

"ტექნიკური გუნდი გველოდება ევროპული მენტალურობით. მოგება მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. დე ლიხტი გამოჯანმრთელდა და ითამაშებს. არტურიც, მაგრამ არ ვიცი პირვლეივე წუთებიდან დაიწყებს თუ არა.

"მორატა კარგადაა, მინიმალური ანგარიშებით მოგება? შეცდმოებს ვუშვებთ, რაც უნდა გამოსწორდეს, რომ უფრო მეტი გოლი გავიტანოთ. სიმშვიდეა ჯერ საჭრო.

"გუნდი ვითარდება, შედეგიც განვითარდება თანდათან. მოგებები რწმენას გვმატებს, რწმენას კი დრო სჭირდება. შემდეგი ნაბიჯი? მოდით მხოლოდ ამ მატჩზე ვისაუბროთ. მხოლოდ ეს არის შემდეგი ნაბიჯი.", - განაცხადა ალეგრიმ.


კომენტარები: