ანდრეს ინიესტას საყვარელი 5 ფეხბურთელი - მათ შორის მესი ვერ მოხვდა

30 ოქტომბერი 2022, კვირა


ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მედიასთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ კარიერის განმავლობაში რომელ ფეხბურთელებთან ერთად მოსწონდა ყველაზე მეტად თამაში.

საინტერესო ისაა, რომ დასახელებულ ხუთ მოთამაშეს შორის არ მოხვდა კატალონიური კლუბის ყოფილი ვარსკვლავი ლიონელ მესი.
"ის ხუთი მოთამაშე, რომლებთან ერთადაც ყველაზე მეტად მომწონდა თამაში, იყვნენ: ჩავი, ნეიმარი, სამუელ ეტო’ო, სერხიო ბუსკეტსი და ხუან რომან რიკელმე", - აქვეყნებს ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველის სიტყვებს TyC Sports.

ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ინიესტა სხვადასხვა დროს ბარსელონაში თამაშობდა, რომლის ღირსებას 2002-2018 წლებში იცავდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელის მიერ ჩამოთვლილ მოთამაშეებში მოხვდა არგენტინელი რიკელმე, რომელმაც კატალონიურ კლუბში სულ ერთი სეზონი გაატარა (2002-03 წლები) და არ მოხვდა მისი თანამემამულე მესი, რომელთან ერთადაც ინიესტამ ბარსაში 15 წელიწადი გაატარა.


კომენტარები: