'კვარა იდეალურია, მას ყველაფერი შეუძლია' - სპალეტი მატჩის შემდეგ

30 ოქტომბერი 2022, კვირა


იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ნაპოლიმ სასუოლო ვიქტორ ოსიმენის ჰეთ თრიკით და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 4:0 დაამარცხა და ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, კვარამ 2 საგოლე პასიც გააკეთა.
მატჩის შემდეგ ხვიჩაზე ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ფეხში დარტყმის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს და თამაშის გაგრძელება კიდევ სურდა:
"კვარაცხელია სრულყოფილია, ყველაფერი შეუძლია და იცის. ის ძალიან კარგი ბიჭია, დღესაც მეტოქეებს ბურთის დასაბრუნებლად მიჰყვებოდა. ხშირად მისი წყალობით ბურთის დაბრუნება ჩვენთვის უფრო ადვილი ხდება. ზოგჯერ, შემტევები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებებენ ორთაბრძოლისა და პოზიციის მოგებას, რაც მის თანაგუნდელებს საშუალებას აძლევს უფრო ნაკლები სივრცე დაფარონ და ეს ბურთის ფლობას ამარტივებს. როგორ არის? კარგად, ფეხში დარტყმა მიიღო, მაგრამ თამაშის გაგრძელება სურდა. საბედნიეროდ, გვაქვს შესაძლებლობა იგი სხვა მაღალი დონის მოთამაშეებით შევცვალოთ და გარისკვა არ გვინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე შემეცვალა", - თქვა სპალეტიმ.


კომენტარები: