"მან ფეხბურთელს ჩაარტყა" - მესის ოქროს ბურთს ისევ ერჩიან

17 ოქტომბერი 2021, კვირა


თითქმის ერთ თვეში გაიმართება ოქროს ბურთს დაჯილდოვება. ბევრისთვის ამ ჯილდოს მთავარი ფავორიტი ისევ და ისევ ლიონელ მესია.

თუმცა არსებობენ კრიტიკოსებიც, რომლებიც იძახიან, რომ თუ არგენტინელმა წელს ოქროს ბურთი მოიგო ეს ძალიან დაუმსახურებელი იქნება.

ერთ-ერთ ასეთი კრიტიკოსი "ჩელსის" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფრენკ ლობოფია.

"2000-ში და 2006-ში ზიდანმა არ მოიგო ოქროს ბურთი, რადგან ფინალებში წითელი ბარათი მიიღო."

"მესიმ სუპერ თასში წითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ მან ფეხბურთელს ჩაარტყა. თუ ოქროს ბურთი ზიზუმ არ მიიღო მაშინ ის არც ლეომ უნდა მოიგოს." - განაცხადა ლობოფმა.

კომენტარები: