ერთნაირი გეგმა წარმატებისკენ - რას აპირებენ მბაპე და ჰოლანდი

24 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გრანდიოზული გეგმები აქვს.

სამეფო კლუბი აპირებს, რომ აღნიშნულ სატრანსფერო ფანჯარაზე როგორც კილიან მბაპე, ასევე ერლინგ ჰოლანდი დაიმატოს და საფუძველი "ახალ გალაქტიკოს" ჩაუყაროს.

ესპანური ვებგვერდი DefensaCentral გვთავაზობს სტატიას იმის შესახებ, თუ როგორი იდენტურია ამ ორი ვარსკვლავის გზა წარმატებისკენ.

როგორც ფრანგს, ასევე ნორვეგიელს, კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა სურთ, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრად ძლიერ კლუბში იქნება.

მათი მომდევნო კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს, სადაც ფეხბურთელები თავს საუკეთესოებად დაიმკვიდრებენ.

ორვე მოთამაშე ისეთ ნავსაყუდელს ეძებს, სადაც ტიტულების მოგება შეეძლებათ, როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპულ დონეზეც.

სურვილი, რომელსაც წარმატებისკენ ლტოლვა იწვევს, ერლინგ ჰოლანდისთვისა და კილიან მბაპესთვის მადრიდის "რეალზე" გადის.

2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა მსგავსი სტატიები იმედის ნაპერწკალს სულ უფრო და უფრო აღვივებს.

კომენტარები: