"იუნაიტედი" კეინს მიუბრუნდა - "წითელ ეშმაკებს" სერიოზული მოთხოვნები წაუყენეს

24 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება, თუმცა იქამდე გუნდმა ახალი მწვრთნელი უნდა აიყვანოს.
ამ დროისთვის, მთავარი კანდიდატი პაურისიო პოჩეტინოა, მას კი ჰარი კეინის ტრანსფერი სურს, რომელთან ერთადაც "ტოტენჰემში" დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
"იუნაიტედს" ინგლისელი ვარსკვლავის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა "ტოტენჰემმა" ტრანსფერზე სასტიკი უარი განაცხადა.
ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერმა" ისევ მიმართა ლონდონურ კლუბს, მოთხოვნები კი არ შეცვლილა. "დეზებს" მინიმუმ 100 მილიონი სურთ კეინის სანაცვლოდ.
თავის მხრივ, 28 წლის ფეხბურთელი კვირაში დაახლოებით 350,000 ფუნტს ითხოვს, რაც საკმაოდ მაღალი ხელფასია.
ასე რომ, "წითელ ეშმაკებს" დიდი თანხის გაღება მოუწევთ, თუ კეინის დამატება სურთ. 


კომენტარები: