ლა ლიგის მე-2 წრის ელ კლასიკოს ჩატარების თარიღი და დრო ცნობილია

24 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


ცნობილია „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გასამართი ლა ლიგაში სეზონის მეორე კლასიკოს ჩატარების რიცხვი და დრო.
როგორც ლა ლიგის ოფიციალური პრესსამსახური იტყობინება, ლა ლიგის ეგიდით სეზონის მეორე ელ კლასიკო 20 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გამართული შეხვედრა, რომელიც „კამპ ნოუზე“ ჯერ კიდევ რონალდ კუმანის მწვრთნელობისას გაიმართა, „რეალმა“ 2:1 დავიდ ალაბას და ლუკას ვასკესის გოლებით მოიგო.
კიდევ ერთი კლასიკო გაიმართა იანვარში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, რომელშიც „რეალმა“ დამატებით დროში 3:2 იმარჯვა.


კომენტარები: