რას წერდა კილიან მბაპე სოც. ქსელში წლების წინ - "რონალდუ მესის ამით ჯობს"

23 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


ახალი ამბავი არ არის, რომ კილიან მბაპე კრიშტიანუ რონალდუს დიდი თაყვანისმცემელია და ყველას კარგად ახსოვს მისი ოთახის ფოტოები, სადაც პორტუგალიელის უამრავი პოსტერი იყო კედლებზე.

კილიანს 2011 წელს, სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერილი პოსტიც "ამოუქექეს", სადაც ის კრიშტანუსა და ლიონელ მესის ადარებს.

"კრიშტიანუ რონალდუ არის უფრო სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი, ლამაზი და უბრალოდ უკეთესი, ვიდრე ლეო მესი", - წერდა სულ პატარა მბაპე.

დღეს "კუ ნინძა" მესის თანაგუნდელია, თუმცა რონალდუს მიმართ სიყვარული ისევ არ განელებია.

კომენტარები: