"იუნაიტედთან" მატჩის წინ, სუარესმა რონალდუს შესახებ გააკეთა კომენტარი

23 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება მოგვიახლოვდა, "ატლეტიკო" მადრიდში "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს.

წილისყრის ჩატარების შემდეგ, კომენტარი ლუის სუარესმა გააკეთა. ურუგვაელმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"მეორე წილისყრას ვუყურე და ვნახე შედეგები. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საუკეთესო გუნდები უნდა დაამარცხო, მანჩესტერი კი ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ჩვენ პლეიოფში მაქსიმალურად დავიხარჯებით.

რონალდუ აგრძელებს იმის ჩვენებას, თუ რა დონის ფეხბურთელია. ის იუნაიტედში უფრო მეტია, ვიდრე მნიშვნელოვანი მოთამაშე. მის წინააღმდეგ მუდამ ფრთხილად უნდა იყო", - განუცხადა ლუისმა Mundo Deportivo-ს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ვანდა მეტროპოლიტანოზე, 24 თებერვალს გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 16 მარტს ოლდ ტრაფორდი უმასპინძლებს.


კომენტარები: