კილიან მბაპეს დედამ შვილს რამდენჯერმე ურჩია, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს - ფეხბურთელი აზრს არ იცვლის

23 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


კილიან მბაპეს დედა, ფაიზა ლამარი შვილის ოცნებებს არ იზიარებს.
Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის მშობელი „პსჟ-ს“ სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან და პრეზიდეტ ნასერ ალ-ხელაიფისთან საუცხოო ურთიერთობაში იმყოფება და კლუბის შემოთავაზება ახალ კონტრაქტზე ძალიან მოსწონს.
მეტიც, ფაიზა ლამარიმ თავის უფროს შვილს რამდენჯერმე ურჩია, რომ „პსჟ-ს“ და ზოგადად ფრანგული ფეხბურთის პატივსაცემად მან კლუბთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს. ეს სიტუაცია ძალიან აღელვებს მადრიდის „რეალს“, რომელიც მბაპეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
თუმცა, თავად ფეხბურთელი ჯერჯერობით შეუდრეკელია - ის თავის პოზიციაზე აგრძელებს ყოფნას და ამტკიცებს, რომ ოცნების ასრულება და მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს, რის გამოც „პსჟ-ს“ შემოთავაზებებზე უარის თქმას აგრძელებს. 
ჯერჯერობით, სიტუაცია გარკვეულისგან ძალიან შორსაა, მეტიც, მადრიდის „რეალი" ძალიან დააფრთხო ლამარის ბოლო მოთხოვნამ - ქალბატონს სურს, რომ ესპანურმა კლუბმა მბაპეს გაყიდული მაისურების დიდი პროცენტი მათ გაუყოს. 
 


კომენტარები: