"ოცნების კარს დაუხურავდა", - ცნობილია მიზეზი, რის გამოც 2017 წელს მბაპემ ბარსელონას შემოთავაზების მოსმენაც კი არ მოისურვა

23 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


როგორც კატალონიური გამოცემა Sport იტყობინება, 2017 წელს, როცა კილიან მბაპე „მონაკოს“ ტოვებდა, მისი გადაბირებით „ბარსელონაც“ აქტიურად ინტერესდებოდა.
იმდროისთვის ხოსეპ ბართომეუს პრეზიდენტობის ქვეშ მყოფი გუნდი მზად იყო „მონაკოსთვის“ მბაპესთვის საჭირო თანხა გადაეხადა, თუმცა შემოთავაზების მოსმენაც კი არ მოისურვა თავად ფეხბურთელმა, რადგან მისი ოცნება თავიდანვე მადრიდის „რეალში“ გადასვლა იყო.
ამ ინფორმაციას ადასტურებს კილიან მბაპეს მამის მიერ 2017 წელს ნათქვამი სიტყვებიც: 
„მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, თუმცა ჩემ შვილს მადრიდის „რეალი“ მოსწონს. მისით „ბარსა“ ინტერესდებოდა, თუმცა მან ტრანსფერი არ მოისურვა, რადგან ამით ოცნების კარს სამუდამოდ დაიხურავდა. თუ დღეს „ბარსელონაში“ წახვალ, ამით „რეალში“ წამსვლელ გზას მოისპობ, სხვა ნებისმიერ ევროპულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში კი, „რეალზე“ ოცნება ცოცხალი რჩება.“ - აღნიშნა კილიანის მამამ.
ცნობისთვის, 2017 წელს მბაპემ თავად მადრიდის „რეალსაც“ უარი უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ „მონაკომ“ და „სამეფო კლუბმა“ შეთანხმებას მიაღწიეს. იმდროისთვის 17 წლის ფრანგი შიშობდა, რომ ესპანეთის დედაქალაქში საკმარის სათამაშო დროს ვერ მიიღებდა ამიტომ არჩევანი „პსჟ-ზე“ შეაჩერა. 
 


კომენტარები: