რონალდუს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ უნიკალური რეკორდის დამყარება შეუძლია

22 თებერვალი 2022, სამშაბათი


ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება უკვე მოგვიახლოვდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

ამ წყვილს განსაკუთრებულ ინტერესს კრიშტიანუ რონალდუ სძენს, რომელიც "როხიბლანკოს" წინააღმდეგ მუდამ განსაკუთრებულად თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კარიერაში მორიგი რეკორდის დამყარება შეეძლება დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ.

რონალდუს შეუძლია გახდეს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც 3 სხვადასხვა გუნდის მაისურით გაუტანს "ატლეტიკოს".

პორტუგალიელმა ჯერ "რეალის", შემდეგ კი "იუვენტუსის" რიგებში მოახერხა მადრიდელების დამწუხრება, ჯერი კი "იუნაიტედზეა".


კომენტარები: