ცნობილია: რა სანქცია დაეკისრება "ლიდსს" სტადიონზე მომხდარის გამო

22 თებერვალი 2022, სამშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიდსის" დამარცხება სტუმრად 2-4 მოახერხა და მასპინძელი გუნდის ქომაგებისთვის ეს ფაქტი მარტივი მისაღები არ აღმოჩნდა.
"ლიდსის" გულშემატკივრები სტადიონზე არა სათანადოდ იქცეოდნენ და ფეხბურთელების მისამართით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ.
ამ ქმედების გამო პრემიერ ლიგა "ლიდსს" დასჯის და სპორტული ჟურნალისტის მარკ ოგდენის ცნობით, სანქციის ორი ვარიანტი არსებობს.
წყაროს ცნობით "ლიდსი" ან ფულადი ჯარიმით დაისჯება, ან სტადიონის გარკვეულ ნაწილზე გულშემატკივრების დაშვება აეკრძალება.


კომენტარები: