გვარდიოლამ სტერლინგის მომავალზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა — ფაბრიციო რომანო

22 თებერვალი 2022, სამშაბათი


"ქალაქელთა" დამრიგებელმა ინგლისის ნაკრების გარემარბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა.

პეპი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს - ამ საკითხით კლუბი და 27 წლის ფეხბურთელის აგენტები არიან დაკავებულნი, - თუმცა სურს, რომ რაჰიმი გუნდში დარჩეს.

მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, "სიტი" უახლოეს პერიოდშივე აპირებს ყველაფრის მოგვარებას, რადგან სტერლინგს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელებმა შესაძლოა ინგლისელი შემტევი გაყიდონ, თუ ეს უკანასკნელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის. "ქალაქელები" მის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტზე მეტს მოითხოვენ.

მიმდინარე სეზონში სტერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.

კომენტარები: