რონალდუმ მედიაში გავრცელებულ ჭორს უპასუხა - აქვს თუ არა მას რეშფორდთან უთანხმოება

21 თებერვალი 2022, ორშაბათი


კრისტიან ფალკის ტვიტმა სოციალური ქსელები მოიცვა. გერმანელი ჟურნალისტის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელში განხეთქილებაა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გასახდელი 2 ნაწილად გაიყო - ჰარი მაგუაიერის და კრიშტიანუ რონალდუს მომხრეები.

ფალკმა დაამატა ისიც, რომ მარკუს რეშფორდი მაგუაიერის მომხრეებს შორის არის და მას რონალდუსთან პრობლემები აქვს.

გერმანელს ჯერ თავად მარკუსმა უპასუხა და მას ამ ინფორმაციის შეთხზვა დააბრალა, შესაბამისად ეს ჭორი სასტიკად უარყო.

ამჯერად, ამ საკითხს თავად კრიშტიანუც გამოეხმაურა, რომელმაც ინსტაგრამის სთორიში ინგლისელ ტალანტთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა.

ასე რომ, რონალდუს და რეშფორდს შორის უთანხმოება არ არსებობს, ყველაფერი მედიის მოგონილია.




კომენტარები: