რონალდუ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს!? - მოულოდნელი ინფორმაცია

20 თებერვალი 2022, კვირა


კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე საუბარი არ წყდება და ეს ლოგიკურიც არის, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" პერსპექტივები ბუნდოვანია.

ახალ ინფორმაციას ESPN-იც გვთავაზობს. გამოცემის ცნობით, რონალდუს მომავალი "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელზე არის დამოკიდებული.

კრიშტიანუ დაელოდება "მანჩესტერის" არჩევანს, შემდეგ კი გადაწყვიტავს, როგორ გააგრძელოს კარიერა და რა მოიმოქმედოს. ცნობილია ისიც, რომ კრიშტიანუ ამ დროისთვის უკმაყოფილოა ოლდ ტრაფორდზე ყოფნით.

შესაძლოა, სიტუაცია თავად მწვრთნელმაც შეცვალოს და მან გუნდის ახალგაზრდებზე აგება მოისურვოს, ამიტომ ეს ვარიანტიც რეალურია.

ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ცხელი ზაფხული გველის და შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.

კომენტარები: