მბაპეს ტრანსფერი გადაწყდა?! - რას აკეთებს კილიანის დედა

20 თებერვალი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას კი ვერ ახერხებენ.
ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა კილიანის მოხიბლვას რამდენიმე ზღაპრული წინადადებით შეეცადა, თუმცა უკვე ნათლად გამოჩნდა ის, რომ სუპერვარსკვლავს ფინანსური ანაზღაურება დიდად არ ანაღვლებს.
ახალი ამბავ არ არის, რომ მბაპეს თავისუფალ აგენტად დამატების მთავარ ფავორიტად მადრიდის "რეალი" სახელდება, El Chiringuito-ს ინფორმაცია კი ამ ფაქტს კიდევ უფრო ამყარებს.
ესპანური გამოცემის ცნობით, კილიანის გარემოცვა, განსაკუთრებით დედამისი, მადრიდში საცხოვრებელ სახლს ეძებს.
მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი "სამეფო კლუბის" რიგებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზევე შეუერთდება, ხოლო როგორც ჩანს, მისი ოჯახი ესპანეთში გადაბარგების თადარიგს წინასწარვე იჭერს.


კომენტარები: