"გვქონდა შეგრძნება თითქოს რონალდუ იყო ყოვლისშემძლე და ის ნებისმიერ სიტუაციაში გადაგვარჩენდა", - კროოსი

18 თებერვალი 2022, პარასკევი


მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ახსენა მას შემდეგ, რაც ჰკითხეს, თუ რომელი ფეხბურთელის თამაში ახსოვს მას ყველაზე დადებითად:

"მახსოვს მატჩი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ვოლფსბურგთან სტუმრად 0-2 წავაგეთ. სახლში რონალდუმ შემდეგ ტურში გაგვიყვანა. 3-0 მოვიგეთ, სამივე გოლი მან გაიტანა.

მე არ ვარ ყველაფრის ერთ ფეხბურთელამდე დაყვანის მოყვარული, მაგრამ კრიშტიანუსთან იყო განცდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა, თუ გუნდი ერთად ითამაშებდა.

ნებისყოფით და დონით გაგვათრევდა. მან გადაწყვიტა არაერთი მატჩის შედეგი", - თქვა გერმანელმა ძმასთან, ფელიქსთან ერთად პოდკასტში პორტუგალიელის შესახებ.

კომენტარები: